ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს სტუდენტთა ანაზღაურებად სტაჟირებას სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის
მოთხოვნები:
სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
საჯარო ლექციებზე სტუდენტთა დასწრების მონიტორინგი;
სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა;
სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
საკურიერო მომსახურება უნივერსიტეტის კანცელარიასა და სამართლის სკოლის ადმინისტრაციას შორის.
სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
დიპლომის დანართების დამზადებისას ტექნიკური ხასიათის დახმარება;
სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებული პროექტების საორგანიზაციო ნაწილში დახმარება;
მიმდინარე სასწავლო პროცესის დროს ტექნიკური ხასიათის საორგანიზაციო საკითხებში დახმარება.
სტაჟირების პირობები
ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 1;
სტაჟირების ვადა – 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით (ვადის გაგრძელების პერსპექტივით);
თვიური სარგო – 270 ლარი (დარიცხული).
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე კონკურსანტებს შეარჩევენ რეზიუმეების მიხედვით;
მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას.
კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს რეზიუმე (CV) მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2019 წლის 18-დან 24 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ დასახელება „სამართლის სკოლის სტაჟიორი“.
[wpai_display_imported_files_here]


