(სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებისთვის).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა;
- სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
- დიპლომის დანართების დამზადებისას ტექნიკური ხასიათის დახმარება;
- შიდა და გარე მობილობაში მონაწილე სტუდენტების რეგისტრაცია და საინფორმაციო შეხვედრების პროცესში დახმარება;
- სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
- სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესად ჩაითვლება B2 დონე);
- ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენებზე;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ქცევითი კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოტივირებულობა;
- ინფორმაციის დახარისხების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
- მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №32;
- ფაკულტეტი: სამართლის სკოლა;
- გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 2026 წლის 1 მაისიდან 2026 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით;
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2;
- ანაზღაურება: თვეში 270 ლარი (დარიცხული);
შერჩევა წარიმართება შემდეგ ეტაპებად:
- წარმოდგენილი CV-ების გადარჩევა
- გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 15 აპრილის ჩათვლით (18:00 საათამდე) შემდეგ მისამართზე: lawfaculty@iliauni.edu.ge წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ „სამართლის სკოლის სტაჟიორი“
დავუკავშირდებით შერჩევის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებას.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

