ილიაუნის მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის მძღოლის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის სამეურნეო-ადმინისტრირების დეპარტამენტის მძღოლის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შესაბამის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პროფესიული მართვა თბილისის ტერიტორიაზე და მივლინების დროს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
  • ავტომობილის ტექნიკური მხარის კონტროლი და ინფორმაციის გადაცემა ხელმძღვანელობისათვის;
  • შესაბამის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოვლა-პატრონობა;
  • საწვავის წვის კონტროლი.

 

სამუშაო პირობები:

  • ხელფასი 1600 ლარი (გადასახადების ჩათვლით);
  • მისამართი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (მივლინების შემთხვევაში – შაბათი და კვირაც), კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა – B, C, D კატეგორია;
  • სასურველია ავტომობილის მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • ქალაქისა და რეგიონების კარგი ცოდნა და კოორდინაციის უნარი.

 

ქცევითი კომპეტენციები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ეთიკურობა და კეთილსინდისიერება;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2024 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით CV გამოგზავნოთ მისამართზე:  vacancy@iliauni.edu.ge ან დაუკავშირდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების სამსახურის სამეურნეო-ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსს, დიმიტრი გორგაძეს ტელ.: 577553321

აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სამეურნეო-ადმინისტრირების დეპარტამენტში მძღოლი“ .

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი