სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სამართლის სკოლაში სტუდენტთა ანაზღაურებად სტაჟირებას (სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მეორე და მესამე  კურსის სტუდენტებისთვის). 

 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ ბაკალავრისა და მაგისტრანტობის კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა, კერძოდ: სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დახმარება;
  • სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა;
  • სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
  • დიპლომის დანართების დამზადებისას ტექნიკური ხასიათის დახმარება;
  • შიდა და გარე მობილობაში მონაწილე სტუდენტების რეგისტრაცია და საინფორმაციო შეხვედრების პროცესში დახმარება;
  • სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა  (უპირატესად ჩაითვლება B2 დონე)
  • ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენებზე
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

 

ქცევითი კომპეტენციები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოტივირებულობა
  • ინფორმაციის დახარისხების უნარი
  • პრობლემების გადაჭრის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

 

სამუშაო პირობები:

  • მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №32
  • ფაკულტეტი: სამართლის სკოლა
  • გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 2024 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით
  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
  • ანაზღაურება: თვეში 270 ლარი (დარიცხული)

 

კონკურსი წარიმართება შემდეგ ეტაპებად: 

  • წარმოდგენილი CV-ების გადარჩევა
  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2024 წლის 26 აპრილის ჩათვლით (18:00 საათამდე) შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ „სამართლის სკოლის სტაჟიორი“

დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი