2010 წლის 17 ივლისიდან 1 აგვისტომდე პროექტის: ”კულტურული მცენარეების ადგილობრივი ჯიშების მონიტორინგი საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში მესხეთში და მთიან აჭარაში ჩატარდა ექსპედიცია, რომლის მიზანი იყო უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში კულტურული მცენარეების ადგილობრივი ჯიშების მრავალფეროვნების მონიტორინგი.
ექსპედიციაში პროფ. მ. ახალკაცთან და დოქტორანტ ჟ. ეხვაიასთან ერთად მონაწილეობდა გატერსლებენის ლაიბნიცის სახელობის მცენარის გენეტიკური რესურსების ინსტიტუტის (გერმანია) პროფ. კ. პისტრიკი. გამოვლინდა გენეტიკური ეროზიის შემთხვევები, რაც ნიშნავს, რომ გარკვეული ჯიშები გამქრალია და აღარ არსებობს თესლი იმ სოფლებში, სადაც ის პირველი ექსპედიციის დროს (1980 წ) ჯერ კიდევ იყო და ითესებოდა. მესხეთში შემორჩენილია ქართული ხორბალი და ქერი და მათი ნათესებიც არსებობს. აჭარაში ზალიან შემცირებულია ადგილობრივი კარტოფილის ჯიშები და უმთავრესად შემოტანილი ახალი ჯიშებია გავრცელებული.

[wpai_display_imported_files_here]

