მედიცინის სკოლის სასწავლო პროცესის კოორდინატორის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მედიცინის სკოლის სასწავლო პროცესის კოორდინატორის პოზიციაზე.

ფუნქცია – მოვალეობები:

  • მედიცინის სკოლის საერთაშორისო სტუდენტებისთვის ხელშეკრულების შედგენა;
  • მედიცინის სკოლის საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირება და კომუნიკაცია სტუდენტებთან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან, ცენტრალურ და ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან;
  • მედიცინის სკოლის სასწავლო სემესტრული ცხრილების მომზადება და კონტინგენტის დაგეგმვისთვის შესაბამისი მონაცემების შეგროვება;
  • მედიცინის სკოლის სტუდენტების კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე (მათ შორის, სოციალური მედიის საშუალებით) და მათი მიღება ოფისში წინასწარ განსაზღვრულ საკონსულტაციო საათებში;
  • მედიცინის სკოლის ლექტორებთან კომუნიკაცია (ცხრილების, სასწავლო დატვირთვების, უწყისების მართვის და სხვა თაობაზე);
  • მედიცინის სკოლის საერთაშორისო სტუდენტებისთვის შესაბამისი დოკუმენტების და საჭირო ინფორმაციის (მათ შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული)  მიწოდება და ამ პროცესის ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან კოორდინაცია;
  • მედიცინის სკოლის ლექტორების/სტუდენტების მხრიდან დაფიქსირებული პრობლემების დროული შეგროვება და შესაბამისი რეაგირების მიზნით, მედიცინის სკოლის ხელმძღვანელისთვის/ ფაკულტეტის დეკანისთვის მიწოდება;
  • მედიცინის სკოლის ელ. ფოსტის მართვა წინასწარ განსაზღვრული ვადების დაცვით;
  • მედიცინის სკოლის სტუდენტების კლინიკური სწავლების დაგეგმვა და მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მედიცინის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად წერითი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სიახლეების მიმღებლობის და გამოწვევებთან გამკლავების უნარი;

ადგილმდებარეობა:  საქართველო, თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5

ფაკულტეტი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი;

საათები: სრული განაკვეთი (ორშაბათი–პარასკევი);

აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV  2023 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge

აუცილებელი საბუთები:

  • CV;
  • დიპლომის ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში).

აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – მედიცინის სკოლის სასწავლო პროცესის კოორდინატორი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მედიცინის ფაკულტეტზე;

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე  ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2023

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი