ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირების მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირებაში;
- სტუდენტებისა და თანამშრომლების კონსულტირება; საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა;
- ღონისძიებების, ინფოსესიებისა და საორიენტაციო შეხვედრების ორგანიზება;
- გაცვლითი პროგრამის მონაწილეთა მხარდაჭერა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- საჭიროებისამებრ სამსახურის სხვა ღონისძიებებში ჩართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი;
- ინგლისური ენა (მინ. B2 დონე);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Google platforms, ZOOM).
სასურველია კანდიდატს
- ჰქონდეს განათლება უცხოურ უნივერსიტეტში / იყოს გაცვლით პროგრამის მონაწილე;
- ჰქონდეს საერთაშორისო სტუდენტებთან/ საერთაშორისო პროექტებში ან დამსაქმებელთან მუშაობის გამოცდილება.
ქცევითი კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინტერკულტურულ გარემოში კომუნიკაციის უნარი;
- ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სიახლეებისადმი ღიაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5;
- სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი);
- სამუშაო დღეები –ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
უნივერსიტეტი გთავაზობთ თავისუფალ, მრავალფეროვან და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს,რაც ასევე მოიცავს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობასა ბას და სამსახურებრივ მობილობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 15 ივლისის ჩათვლით. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომელი.
კონკურსი წარიმართება 3 ეტაპად:
- პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე;
- მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს გაეგზავნებათ წერილი ელექტრონულ ფოსტაზე, რომელშიც მითითებული იქნება პრაქტიკული დავალების ჩატარების თარიღი და პირობები;
- საბოლოო ეტაპზე მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის გაიმართება გასაუბრება.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
2023
[wpai_display_imported_files_here]


