ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის რეგიონულ პროექტი “კოალიცია ნდობისათვის” .

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, ევროკავშირის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებით, ახორციელებს რეგიონულ პროექტს “კოალიცია ნდობისათვის” სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში – საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი; ასევე, კონფლიქტურ რეგიონებში – აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბახი. საქართველოში აღნიშნული პროექტის ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები არიან “ადამიანის უფლებათა ცენტრი” და “მრავალეროვანი საქართველო.” სამწლიანი პროექტის ფარგლებში იგეგმება სემინარების ჩატარება 2013-2014 წლებში სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის – სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები – სულ 6 სემინარი. შერჩეული კანდიდატები ვალდებულები იქნებიან, სრულად დაესწრონ ორი წლის განმავლობაში გამართულ ყველა სემინარს. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა შეხვედრები, სასწავლო ტურები, საჯარო დისკუსიები და ტელე-დებატები.

სემინარების პირველი ციკლი, სამი მიზნობრივი ჯგუფისათვის, იმართება 2013 წლის ივნისში თბილისში. თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის განკუთვნილი სემინარის ხანგრძლივობა 3 დღეა. სემინარებს ჩაატარებენ ქართველი ექსპერტები. სემინარების სამუშაო ენაა რუსული და/ან ქართული.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან რუსულ ენაზე და გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: coalitionfortrust@gmail.com

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 12 მაისი, 2013 წ.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი