UGT, წამყვანი IT კომპანია საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში, აცხადებს კომპანიის მისაღებში ადმინისტრაციული ასისტენტის სტაჟირებისთვის შესარჩევ კონკურსს, მომავალი დასაქმების პერსპექტივით. სტაჟირება გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში და ამ პერიოდში ანაზღაურება შეადგენს 100 ლარს.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (საუბარი/კითხვა/წერა);
საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Windows, MS Office).
პიროვნული უნარები:
ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა და ყურადღებიანობა;
კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, კეთილსინდისიერება და სანდოობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე და ფოტოსურათი მისამართზე: hr@ugt.ge 2013 წლის 8 თებერვლის ჩათვლით.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
[wpai_display_imported_files_here]

