საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) პოზიციაზე.

 სარგო: 1,250 ლარი.
 ადგილების რაოდენობა: 1.
 სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი.
 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.

 სამუშაოს აღწერა:

•    პრესკონფერენციების, ბრიფინგების, კონფერენციების, თემატური სემინარების, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზების უზრუნველყოფა;
•    ურთიერთობა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აღნიშნულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
•    პრეს-რელიზების, საინფორმაციო ბიულეტენის, დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ კვარტალური ანგარიშის, ოფიციალური წერილების და ა.შ. მომზადება;
•    პროექტებისა და პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
•    საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მოთხოვნები:

•    საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი;
•    სამუშაო გამოცდილება: 2 წელი;
•    საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
•    სასურველი სპეციალობა: საზოგადოებრივი ურთიერთობები;
•    სასურველი ასაკი: 21-დან 65-მდე.

დამატებითი მოთხოვნები:

•    უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროში;
•    საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
•    სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
•    ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
•    საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

•    საქართველოს კონსტიტუცია;
•    საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”;
•    საქართველოს კანონი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”;
•    საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”.

კომპიუტერული პროგრამების, ოპერაციული სისტემების ცოდნა:

პროგრამის დასახელება – პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება – ცოდნის დონე:

•    Microsoft Office Excel – 1 წელი – ძალიან კარგი;
•    Microsoft Office Word – 1 წელი – ძალიან კარგი;
•    Microsoft Office PowerPoint – 1 წელი – ძალიან კარგი.

ენების ცოდნა: ქართული – წერითი უნარები – ძალიან კარგი; მეტყველება – ძალიან კარგი.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 6 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი