ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს ყოველწლიურ ‘’Hubert H. Humphrey”-ის პროგრამაზე მიღებას. პროგრამის ხანგძლივობაა 1 წელი რომელიც ასევე მოიცავს პროფესიული დონის ვიზიტებს, კონფერენციებსა და 6 კვირიან სტაჟირებას ამერიკულ ორგანიზაციაში/კომპანიაში.
სასწავლო მიმართულებები:
•სოფლის მეურნეობის განვითარება/სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
•კომუნიკაციები/ ჟურნალისტიკა;
ნარკოტიკისადმი დამოკიდებულება, განკურნება და თავიდან აცილება;
•ეკონომიკური განვითარება/ ფინანსები და საბანკო საქმე;
•განათლების ადმინისტრაცია, დაგეგმარება და პოლიტიკა;
•უმაღლესი განათლების ადმინისტრირება;
•შიდსის პოლიტიკა და თავიდან აცილება;
•ადამიანური რესურსების მენეჯმენტი;
•სამართალი და ადამიანის უფლებები;
•ბუნებრივი რესურსები/გარემო პირობების პოლიტიკა/კლიმატური ცვალებადობა;
•საზოგადოების ჯანმრთელობის პოლიტიკა და მენეჯმენტი;
•სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი და სახელმწიფო მართვა;
•ინგლისური ენის სწავლება (მასწავლებელთა გადამზადება ან სასწავლო გეგმის განვითარება);
•ტექნოლოგიების პოლიტიკა და მენეჯმენტი;
•ტრეფიკინგი, მისი პოლიტიკა და თავიდან აცილება;
•საქალაქო და რეგიონალური დაგეგმარება;
სასურველი კანდიდატები:
საშუალო დონის პროფესიონალები, რომელთაც გააჩნიათ უმაღლესი განათლების სფეროში მენეჯმენტისა და პოლიტიკის 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საქართველოში.
პროგრამის პირობები:
პროგრამა უზრუნველყოფს მგზავრობის, სწავლისა და უნივერსიტეტის გადასახადებს, ასევე დაფარავს თანხებს დაზღვევის, წიგნებისა და პროფესიული ღონისძიებებისათვის.
მსურველებმა საჭიროა შეავსონ შემდეგ ვებგვერდზე არსებული ელექტრონული აპლიკაციის ფორმა: http://apply.embark.com/student/humhrey/fellowship/
აპლიკაციის ფორმა შესაძლებელია, ასევე გადმოწეროთ ამერიკის საელჩოს ვებგვერდიდან : http://georgia.usembassy.gov
მათ, ვისაც ინტერნეტის გამოყენების საშუალება არ აქვს, აპლიკაციის ფორმას მიიღებენ ამერიკის საელჩოში.
აპლიკაციის ექეტრონული ფორმის შევსების ბოლო ვადაა 2009 წლის 21 ივლისი
არჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 2009 წლის 4 აგვისტოს.
პროგრამის ნახევარფინალისტებს ჩაუტარდებათ IELTS ტესტები 2009 წლის 5 სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სოფი ბზიშვილს ან თეა კუჭუხიძეს შემდეგ მისამართზე : HumphreyTbilisi@gmail.com
ტელ.: 27 71 47/48; ფაქსი: 27 77 15
ან
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)
[wpai_display_imported_files_here]

