ემერიტუსის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიალი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში

1პარასკევს, 10 ივლისს, 20:00 საათზე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსტეტში დამსახურებული პროფესორებისთვის ემერიტუსის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც გაითავისა და გამოიყენა განათლების კანონის ეს ინიციატივა და ყველა სრულ პროფესორს ანიჭებს ემერიტუსის წოდებას.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ემერიტუსი არის აკადემიური წოდება, რომელიც ენიჭება მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, (თავი 5, მუხლი 39)  2უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 65 წლის ასაკს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ანიჭებს ემერიტუსის წოდებას. ამავე კანონის საფუძველზე, ემერიტუსის წოდების მქონე პირს ამ წოდების მინიჭებამდე არსებული ხელფასისა და სახელმწიფო პენსიის ოდენობებს შორის განსხვავებას დაფარავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. განსხვავებით სხვა წოდებებისგან, ემერიტუსის წოდების მქონე პირი ისარგებლებს დამატებითი სოციალური გარანტიებით ამავე დაწესებულების ბიუჯეტიდან.

3პროფესორი გიგი თევზაძე, ილია ჭვაჭვავაძის უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ნიკა გვარამია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, და საპატიო პროფესორების სახელით – ქალბატონი ნათელა იმედაძე, რომელმაც აღნიშნა: “მოხარულნი ვართ, რომ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილია ის პირობები, რომ ჩვენ – ემერიტუსებმა გავაგრძელოთ ნაყოფიერი სამეცნიერო მუშაობა.”

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პირველი ცენტრალური სახელმწიფო სამუსიკო სასწავლებელის კამერული ორკესტრის კონცერტი.

2009 წელს  უნივერისტეტის 12 დამსახურებულ პროფესორს მიენიჭა ემერიტუსის საპატიო 4პროფესორის წოდება: პროფ. იასონ ბადრიძეს, პროფ. აივენგო შათირიშვილის, პროფ. გიორგი ნახუცრიშვილის, პროფ. ჯუანშერ ჩქარეულის, პროფ. ნათელა იმედაძეს, პროფ. შუქია აფრიდონიძეს, პროფ. იზაბელა ქობალავას, პროფ. კონსტანტინე ფიცხელაურის, პროფ. მზია გვენცაძეს, პროფ. გურამ (ვახტანგ) ლებანიძეს, პროფ. მზია ბაქრაძეს და პროფ. მზია მიქაძეს.

ფოტოგალერეა

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი