ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას ტრენინგკურსზე „ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება ISO 15190 სტანდარტის შესაბამისად“.
სასწავლო კურსი განკუთვნილია კვლევითი და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიების პერსონალისთვის პროფესიული უნარების განვითარების ან ახალი კომპეტენციების შეძენის მიზნით.
რატომ არის კურსი მნიშვნელოვანი?
ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება მნიშვნელოვანია პერსონალის, ბიოლოგიური მასალისა და გარემოს დასაცავად. კურსი ეფუძნება ISO 15190 საერთაშორისო მოთხოვნებს, რომელებიც სამედიცინო და ბიოლოგიური ლაბორატორიების უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენს. პროგრამა მონაწილეებს აძლევს თანამედროვე თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შემდეგ საკითხებზე:
- ბიოლოგიურ საფრთხეებთან მუშაობა;
- რისკების მართვა;
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.
კურსის დეტალები
ღირებულება: 1000 ლარი
ხანგრძლივობა: 16 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორია (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ტრენინგის ჩატარება უშუალოდ დამკვეთის კლინიკურ ან კვლევით ლაბორატორიაში).
სერტიფიკატი: კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ორენოვანი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მსმენელის კომპეტენციას ISO 15190 მოთხოვნების შესაბამისად.
განრიგი
კურსის დაწყების თარიღი – 14 დეკემბერი
შეხვედრების განრიგი საათების მიხედვით (ხუთშაბათი-კვირა): ხუთშაბათი: 11:00–16:00 სთ; პარასკევი: 16:00–19:00 სთ; შაბათი და კვირა: 11:00–15:00 სთ.
მენტორები
მარი მურცხვალაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის მენეჯერი სწავლების და ლაბორატორიაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით. კვალიფიკაცია მიღებული აქვს აშშ-ის ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში, იელის უნივერსიტეტსა და დიდი ბრიტანეთის სანგერის გენომის ცენტრში. 2013 წლიდან მუშაობს ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში.
ეკატერინე თევდორაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მოლეკულური ვირუსოლოგიისა და მიკრობიოლოგიის მიმართულებით ბიოლოგიური საფრთხის შემცველ აგენტებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით. ბიოუსაფრთხოების ოფიცერი. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (GAC) – საერთაშორისო სტანდარტების (სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 საგამოცდო/საკალიბრო და სსტ ისო 15189:2022 სამედიცინო ლაბორატორიები) მიხედვით კომპეტენციის შემფასებელ-ექსპერტი.
რეგისტრაცია
ინდივიდუალური რეგისტრაცია: შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა
ჯგუფური რეგისტრაცია: გთხოვთ, მოგვწერეთ ელფოსტაზე: ppdc@iliauni.edu.ge
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 დეკემბერი.
2026

