სამხრეთ კორეის სუნგკიუნკვანის უნივერსიტეტი (Sungkyunkwan University – SKKU) საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სასტიპენდიო პროგრამებს.
სტიპენდია ითვალისწინებს სწავლის გადასახადის სრულ დაფინანსებას. არ ფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს.
აკადემიური საფეხურები და ენობრივი მოთხოვნები
- ბაკალავრიატი: საბაკალავრო პროგრამები ხელმისაწვდომია როგორც კორეულ, ისე ინგლისურ ენებზე.
- მაგისტრატურა და დოქტორანტურა: დეპარტამენტების მიხედვით ენობრივი მოთხოვნები განსხვავებულია. ინგლისურენოვანმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ კორეული ენის საბაზისო ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განაცხადის წარდგენა
- დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულად.
- სააპლიკაციო დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინონ საელჩოს მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი.
მნიშვნელოვანი ვადები
საბაკალავრო პროგრამები – 4-13 ნოემბერი
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები – 16-26 ნოემბერი
დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
დეტალური ინფორმაცია და საკონტაქტო ელფოსტა:
ვებგვერდი: https://admission-global.skku.edu/eng/
ელფოსტა: suying@skku.edu

