ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი აცხადებს მოლარის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბილეთების დაჯავშნა და გაყიდვა;
- პასუხი სატელეფონო ზარებზე, მაყურებლისთვის სპექტაკლის შესახებ ინფორმაციის გაცნობა;
- ფინანსური ჟურნალის წარმოება;
- პოზიციის შესაბამისად ადმინისტრატორის სხვა მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Gmail);
- სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ელექტრონული გაყიდვების მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
ქცევითი კომპეტენციები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- ემოციების მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32;
სამუშაო დრო: თეატრალური სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღე 13:00-დან 20:00 საათამდე, არაუმეტეს 21 საათისა კვირაში. დასვენების დღე – ორშაბათი;
ანაზღაურება: ნახევარი განაკვეთი, 447.00 ლარი (დარიცხული).
პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება „თეატრის მოლარე”.
დავუკავშირდებით მხოლოდ კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.

