მიერშევსკის ცენტრის კვლევითი სტიპენდია პოლონეთში

მიერშევსკის ცენტრი აცხადებს კონკურსს 40 წლის ან ნაკლები ასაკის მკვლევრებისა და დოქტორანტებისთვის, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების, უკრაინის, ბელარუსის, რუსეთის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის ან აზერბაიჯანის მოქალაქეები.

სტიპენდია შეადგენს თვეში 8 000 პოლონურ ზლოტს (დაახლოებით 1800 ევრო) ოთხი თვის განმავლობაში და განკუთვნილია მკვლევრებისთვის რომლებიც მუშაობენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ევროპული ინტეგრაციის, სამოქალაქო საზოგადოების, ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

დამატებითი ინფორმაცისთვის მოგვმართეთ: stypendia@mieroszewski.pl

გაიგე მეტი

გაიგე მეტი