იან ევანგელისტა პურკინიეს უნივერსიტეტის (UJEP, ჩეხეთი) გარემოს დაცვის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე – გარემოსდაცვითი და ბიომასალების მეცნიერებები. პროგრამები მოიცავს კლიმატის ცვლილებას, ლანდშაფტების აღდგენას, თანამედროვე მასალებს, ბიოტექნოლოგიასა და ცირკულარულ ეკონომიკას.
ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის საშუალებით დოქტორანტებს ექნებათ შემდეგი შესაძლებლობები: ფინანსური მხარდაჭერა, ინდივიდუალური სამეცნიერო ხელმძღვანელობით სარგებლობა, საერთაშორისო კვლევით პროექტებში მონაწილეობა, თანამედროვე ლაბორატორიებზე წვდომა, სამეცნიერო მობილობების განხორციელება და საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერა.
სადოქტორო პროგრამა: გარემოსდაცვითი და ბიომასალების მეცნიერებები, ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
პროგრამებისა და განაცხადის შესახებ დეტალური ინფორმაცია: გარემოს დაცვის ფაკულტეტი.

