კორეის ფონდი (KF) აცხადებს სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების პროგრამას იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ კორეის ფარგლებს გარეთ არსებულ უნივერსიტეტებში და მათი კვლევა დაკავშირებულია კორეასთან.
პროგრამა მოიცავს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს, ხელოვნებასა და კულტურის კვლევებს, მედიასა და კომუნიკაციას, თანამედროვე კორეის კვლევებს და სხვ.
განმცხადებლები: კანდიდატები, რომლებიც უკვე სწავლობენ ან სურთ სრულ განაკვეთზე ჩარიცხვა სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე. განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს დოქტორის ხარისხი და უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე ან ჰქონდეს კორეის ფარგლებს გარეთ მუდმივი ცხოვრების უფლების სტატუსი.
სტიპენდიის პერიოდი: 1 წელი
მაგისტრანტებისთვის: მხარდაჭერა შესაძლებელია მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში.
დოქტორანტებისთვის – მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში.
განაცხადები მიიღება წელიწადში სამჯერ რეგიონების მიხედვით.
შედეგები ივნისში ცხადდება.
განაცხადი უნდა წარადგინონ ინგლისურ ან კორეულ ენაზე შემდეგ ვებგვერდზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მისწერეთ ელფოსტაზე: scholarship@kf.or.kr
პოსტსადოქტორო კვლევითი სტიპენდია 2027
კორეის ფონდი (KF) აცხადებს ერთწლიან პოსტსადოქტორო კვლევით სასტიპენდიო პროგრამას ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომლებიც მუშაობენ კორეასთან დაკავშირებულ თემებზე.
განმცხადებლები: მკვლევრები, რომლებმაც დოქტორის ხარისხი მოიპოვეს სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობამდე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ან დოქტორანტები, რომლებიც ხარისხს სასტიპენდიო პროგრამის დაწყებამდე მიიღებენ. განმცხადებელს არ უნდა ეკავოს სრულ განაკვეთზე ლექტორის/მკვლევრის პოზიცია და უნდა ჰქონდეს კორეის ფარგლებს გარეთ ქვეყნის მოქალაქეობა ან მუდმივი ბინადრობის უფლება.
სტიპენდია ფარავს კვლევასთან და დისერტაციის გამოცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
კვლევა უნდა ჩატარდეს კორეის ფარგლებს გარეთ მდებარე შესაბამის უნივერსიტეტში ან კვლევით დაწესებულებაში.
სტიპენდიის პერიოდი: 1 წელი
განაცხადები მიიღება წელიწადში სამჯერ რეგიონების მიხედვით.
განაცხადი უნდა წარადგინონ ინგლისურ ან კორეულ ენაზე შემდეგ ვებგვერდზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მისწერეთ შემდეგ ელფოსტაზე: scholarship@kf.or.kr

