გარე მობილობის ფარგლებში საბაკალავრო პროგრამების – „გრაფიკის ხელოვნება“ და „მხატვრული კერამიკა“ – შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებით ტურზე რეგისტრაცია

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის საბაკალავრო პროგრამებზე „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ გარე მობილობის ფარგლებში ჩარიცხვის მსურველ პირთათვის.

შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებით ტურზე ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 20 აგვისტოდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე.

შემოქმედებით ტურზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/b6oDHneU8iyHQYFSA

„გრაფიკის ხელოვნების“ პროგრამაზე რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოთ ნამუშევრები პორტფოლიოს სახით „არქივის“ (ZIP) ფორმატში, მაქსიმუმ 10 GB მოცულობით.

მნიშვნელოვანი ვადები:

  • პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 1 სექტემბრის 18:00 საათისა;
  • სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2026 წლის 1 სექტემბრის 18:00 საათიდან 2 სექტემბრის 18:00 საათამდე ელფოსტაზე: Tour.Arts@iliauni.edu.ge;
  • სააპელაციო კომისია განაცხადებს განიხილავს არაუგვიანეს 2026 წლის 3 სექტემბრის 18:00 საათისა;
  • საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 3 სექტემბრის 20:00 საათისა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებით ტურზე რეგისტრაცია არ ცვლის გარე მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულებას. გარე მობილობის ელექტრონული პორტალი: https://students.emis.ge/

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, გაეცნოთ ბრძანებას, ბრძანების დანართსა და შემოქმედებითი ტურის დებულებას.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ ელფოსტაზე: Tour.Arts@iliauni.edu.ge

გაიგე მეტი

გაიგე მეტი