გარე მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამებზე 2026-2027 შემოდგომის სემესტრისთვის

გარე მობილობა 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაცია მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე

სტუდენტებისათვის, რომლებმაც 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის გამოცხადებული მობილობის წესით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ჩარიცხვის უფლება, შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისა და საბუთების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2026 წლის 11, 14 და 15 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი A305.

რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;

ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი). (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);

გ) ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2026 წლის 20 აგვისტოს შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელებისა და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);

დ) სტუდენტის მიმართ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორივე გვერდი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ზ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;

თ) ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;

ი) სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში ცნობა გაცემული შესაბამისი ორგანოდან.

შენიშვნა: 

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით;
  • ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, პირი, რომელიც მოიპოვებს მობილობის უფლებას, უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში ფაკულტეტის მიერ დადგენილ ვადასა და აუდიტორიაში;
  • იმ შემთხვევაში, თუ საბუთების წარმოდგენისა და ხელშეკრულების გაფორმების მიზნით უნივერსიტეტში გამოცხადდება მინდობილი პირი, მან ასევე თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მომზადებული კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობასა და ხელშეკრულების გაფორმებას სტუდენტი შეძლებს ადგილზე გამოცხადებით (ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადებსა და აუდიტორიაში).

გამოცხადებისგრაფიკისტუდენტებს ეცნობებათ შიდასაუნივერსიტეტორეგისტრაციისას/საბუთებისწარდგენისას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: დასკვნის გაცნობისა და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპის გამოტოვების შემთხვევაში, მობილობა ვერ განხორციელდება.

მიმაგრებული დოკუმენტები:

ბრძანება და დანართი (პროგრამების ჩამონათვალი)

გაიგე მეტი

გაიგე მეტი