ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სადოქტორო კვლევის განხორციელებით დაინტერესებული კანდიდატებისთვის კონკურსს აცხადებს.
კვლევითი პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ციურიხის შვეიცარიის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტს (ETH Zürich) შორის თანამშრომლობის ფარგლებში GIZ ECO.Georgia-ს მონაწილეობით განხორციელდება.
კონკურსში შერჩეული დოქტორანტი სამეცნიერო საქმიანობას ქართველი და შვეიცარიელი მკვლევრების ერთობლივი ხელმძღვანელობით წარმართავს.
სადოქტორო კვლევის მთავარი მიზანია საქართველოში და კავკასიის რეგიონში ტყეების მდგრადი და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტური მართვის განვითარების ხელშეწყობა.
პროგრამისა და საკონკურსო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

