სომხეთის სასტიპენდიო პროგრამა 2026-2027 აკადემიური წლისთვის

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამაგისტრო საფეხურის ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის აცხადებენ  მიღებას 2026-2027 აკადემიური წლის საერთაშორისო გაცვლით სასტიპენდიო პროგრამაზე. წლიურად გაიცემა 10 სტიპენდია.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროგრამით სარგებლობის თანაბარი უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის/სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს (პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ინგლისური ან რუსული ენის სათანადო დონეზე ცოდნა.

შენიშვნა: ნომინირებული კანდიდატის ჩარიცხვის საფუძველია სომხური უნივერსიტეტის თანხმობა. საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე/ჩარიცხვამდე, ენის ცოდნის დასადასტურებლად კანდიდატს შესაძლოა ჩაუტარდეს შიდა გამოცდა ან გასაუბრება.

რას ფარავს სტიპენდია?

გამარჯვებულ კანდიდატებს სომხეთის მხარე უზრუნველყოფს:

  • სომხეთის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის დაფარვით (არაუმეტეს 1 000 000 სომხური დრამისა);
  • ყოველთვიური სტიპენდიით (არაუმეტეს 50 000 სომხური დრამისა, სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად);
  • სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში განთავსებით;
  • ბიბლიოთეკებით, არქივებით, ლაბორატორიებითა და სხვა აკადემიური რესურსებით სარგებლობის უფლებით.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ივლისის ჩათვლით

რეგისტრაცია: განაცხადის წარდგენა შესაძლებელია სპეციალური ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მეშვეობით: https://studyabroad.mes.gov.ge

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

  • პასპორტის ასლი;
  • 4 ფოტოსურათი (3×4);
  • CV ინგლისურ ან რუსულ ენაზე;
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი და ნიშნების ფურცელი (თარგმნილი და აპოსტილით დამოწმებული);
  • ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (შესაძლოა გაცემული იყოს სომხეთის რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულების მიერაც);
  • შევსებული განაცხადის ფორმა N1 და N2 (იხილეთ დანართში).

უნივერსიტეტის შერჩევა და გამონაკლისები: კანდიდატებს შეუძლიათ განაცხადის წარდგენა სომხეთის  ნებისმიერ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა შემდეგი უნივერსიტეტებისა:

  • French University in Armenia;
  • Russian-Armenian University;
  • American University of Armenia.

სასწავლო პროგრამებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://fs.emis.am/institution

გაიგე მეტი

გაიგე მეტი