სტუდენტური ესეების კონკურსი 2026 (MCO)

ნივერსიტეტების დიდი ქარტიის ობსერვატორია (MCO) მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2026 წლის ესეების კონკურსს აცხადებს.

წლევანდელი კონკურსის თემაა „ჰუმანიტარული მეცნიერებები და მათი გავლენა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობასა და გამოცდილებაზე“.

პროექტი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, სიღრმისეულად გააანალიზონ ჰუმანიტარული მეცნიერებების როლი უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის, აკადემიური განვითარების, კუთვნილების განცდისა და პიროვნული ზრდის პროცესში.

კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია, მონაწილეობის დეტალური პირობები და საინფორმაციო ვებინარის ჩანაწერი ხელმისაწვდომია ორგანიზატორების ოფიციალურ პლატფორმაზე.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი