გამოიცა გიორგი გვალიას წიგნი „ევროკავშირი, როგორც გლობალური აქტორი: ინსტიტუტები, ღირებულებები და ინტერესები“

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში 2023-2026“ ფარგლებში გამოიცა გიორგი გვალიას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორის, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელის, ახალი წიგნი „ევროკავშირი, როგორც გლობალური აქტორი: ინსტიტუტები, ღირებულებები და ინტერესები“.

წიგნი მიზნად ისახავს უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვებს ევროკავშირის საერთაშორისო როლის შესახებ: როგორი ტიპის საერთაშორისო აქტორია ევროკავშირი და რა ინსტრუმენტების მეშვეობით მოქმედებს? რა როლი აკისრიათ ევროკავშირის ინსტიტუტებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრაში და რამდენად ავტონომიურია კავშირის საგარეო კურსი? რითი აიხსნება მისი მიღწევები ზოგიერთ სფეროში და ლიმიტები სხვა მიმართულებებით? როგორ მოქმედებს ევროკავშირი კონკრეტულ რეგიონულ, მათ შორის სამხრეთ კავკასიის, კონტექსტში და სხვ.

გამოცემა მკითხველს სთავაზობს როგორც თეორიულ დისკუსიებს, ისე ემპირიულ ანალიზს ევროკავშირის საერთაშორისო როლის შესახებ.

წიგნი გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ.

2026

გაიგე მეტი

გაიგე მეტი