FIBAA-ს აკრედიტაციის ვიზიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა

22-23 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა Foundation for International Business Administration Accreditation – FIBAA-ის ექსპერტთა ჯგუფს სამაგისტრო პროგრამის „უმაღლესი განათლების სისტემები და ინსტიტუციური ინოვაცია“ (HESII) საერთაშორისო აკრედიტაციის ფარგლებში.

ვიზიტის დროს დისკუსიები გაიმართა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, აკადემიურ პერსონალსა და პროგრამით დაინტერესებულ მხარეებთან. შეიქმნა შესაძლებლობა პროგრამის კონცეფციის წარდგენისა და უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიაში მისი როლის წარმოსაჩენად.

დიდ მადლობას ვუხდით FIBAA-ის ექსპერტთა ჯგუფს ღირებული უკუკავშირისა და გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით კი Tampere University-ის უმაღლესი განათლების ჯგუფს, პროგრამის შემუშავებაში განსაკუთრებული წვლილისთვის.

2026

გაიგე მეტი

გაიგე მეტი