ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი მარიამ გოგშელიძე დაჯილდოვდა პასკალის პრემიით საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში (2026 წლის ნომერი) გამოქვეყნებული სტატიისთვის Two new cavernicolous Ephippiochthonius species from Caucasian caves in Georgia (Arachnida: Pseudoscorpiones).
ჟურნალი Zootaxa ინდექსირებულია Clarivate Analytics-ის ბაზაში (იმპაქტფაქტორი 0.9). აიგენფაქტორის ქულის მიხედვით მეორე ადგილი უკავია ზოოლოგიის მიმართულების 183 ჟურნალს შორის.
სტატიის შესახებ
სტატიაში აღწერილი და ილუსტრირებულია მღვიმის ცრუმორიელის ორი ახალი
სახეობა საქართველოდან, კოზმანის მღვიმიდან – Ephippiochthonius boritiensis sp. nov. და Ephippiochthonius trapezoides sp. nov. წინწკილის მღვიმიდან.
ნაშრომში ასევე შესულია საქართველოში გავრცელებული Ephippiochthonius-ის გვარის ყველა ეპიგეური და მღვიმური სახეობის სარკვევი.
პრემიის შესახებ
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას ინიციატივით 2014 წელს დაწესდა პასკალის პრემია – ფულადი ჯილდო, რომლის ოდენობა 3 000 ლარია. პრემია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც სტატიის სახე აქვს. ერთ კანდიდატზე ჯილდო გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამი სტატიისთვის. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის.
2026

