პროფესორ ათინათ მამაცაშვილის მონოგრაფია პარიზის გამომცემლობაში „მანუსკრიპტი“ დაიბეჭდა

პარიზის გამომცემლობაში „მანუსკრიპტი“ (Éditions Le Manuscrit) დაიბეჭდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ათინათ მამაცაშვილის მონოგრაფია „(გან)დევნის ტოპოგრაფია. ფრანგულენოვანი მწერლობა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ევროპაში (1933-1945). საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი“ (La topographie de l’exclusion. Écrire contre l’antisémitisme dans les littératures de langue française en Europe (1933–1945). France, Belgique, Luxembourg).

წიგნი ლუქსემბურგის ჰოლოკოსტის მეხსიერების ფონდის ხელშეწყობით გამოიცა.

ნაშრომი მიზნად ისახავს გარიყვისა და მარგინალიზაციის ტოპოგრაფიის კვლევას ნაციზმის აღზევებიდან დეოკუპაციამდე.

მონოგრაფიაში გაანალიზებულია, თუ როგორ აისახა ნაციზმის ანტისემიტური პოლიტიკა ფრანგულენოვან მწერლობაზე ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში, ბელგიასა და ლუქსემბურგში.

ნაშრომი იკვლევს 1933-1945 წლებში ანტისემიტური კანონებისა და დისკურსის წინააღმდეგ მიმართულ გამოხატვის სხვადასხვა ფორმას, რომელიც თითოეული ქვეყნის სპეციფიკურ სოციო-ისტორიულ კონტექსტშია განხილული.

მონოგრაფია წარმოადგენს რეფლექსიას დევნის სივრცულ კონფიგურაციებზე ლიტერატურაში, სადაც (გან)დევნის სივრცეები გარდაიქმნება განადგურების სივრცეებად ჯერ კიდევ ჰოლოკოსტამდე.

პუბლიკაციის ბმული: https://lemanuscrit.fr/livres/la-topographie-de-lexclusion/

გაიგე მეტი

გაიგე მეტი