რეგისტრაცია ონლაინტრენინგკურსზე „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ილიაუნის სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგკურსზე „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა“, რომელიც გაიმართება ონლაინ 1, 8, 15, 22 და 29 მაისს, 18:00-დან 19:30 საათამდე.

ტრენინგის მიზანი

  • კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების ძირითადი პრინციპების გაცნობა;
  • აქტუალური შემთხვევებისა და ახალი ტენდენციების შესახებ სასარგებლო ინფორმაციის გაზიარება და ამ მიმართულებით პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება.

 

ურსის თემები:

  • კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა;
  • კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერების პრინციპები;
  • ღია მეცნიერებები და FAIR მონაცემები;
  • ნაშრომის გამოქვეყნება და ეთიკა;
  • კვლევის შედეგების პრაქტიკული მნიშვნელობა და სხვ.

 

კურსის ფარგლებში დაგეგმილია ხუთი ონლაინშეხვედრა და ასინქრონული დავალებები.

მონაწილეებისთვის აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი (აუცილებელია ყველა შეხვედრაზე დასწრება, სასწავლო მასალის წაკითხვა და საბოლოო დავალების შესრულება).

კურსს გაუძღვებიან:

ნინო ჯავახიშვილი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი

ჯანა ჯავახიშვილი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი

გიგა ხოსიტაშვილი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს,  რეგისტრაცია შესაძლებელია 25 აპრილის ჩათვლით.

მსურველების დიდი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტებს.

ტრენინგკურსი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. პროექტის მიზანია უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების გაუმჯობესება.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი