საერთაშორისო მასტერკლასი „Advanced Marine Monitoring for the Sustainable Blue Economy of the Black Sea“

17 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, EfxINNOs-ის ფარგლებში, ქ. თბილისში გაიმართება საერთაშორისო მასტერკლასი „Advanced Marine Monitoring for the Sustainable Blue Economy of the Black Sea“.

მონაწილეები მოუსმენენ დარგის სპეციალისტების თემატურ მოხსენებებს და მასტერკლასის დასრულების შემდეგ გადაეცემათ სერტიფიკატები.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, რის გამოც მსურველებმა 30 მარტის ჩათვლით უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/T7sawMQddcZYhg9c8

სპიკერების შესახებ ინფორმაცია და შეხვედრის განრიგი ხელმისაწვდომია თანდართულ დღის წესრიგში.

შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში ინგლისურ ენაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეხვედრის ფიზიკური ადგილის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია და შეხვედრის ონლაინ ბმული მონაწილეებს გაუზიარდებათ მოგვიანებით, ელ.ფოსტის მეშვეობით.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი