გეორგ აუგუსტის სახელობის გიოტინგენის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, პროფესორ ალექს შიოლმერიხის მხარდაჭერის წერილი

პროფესორ დობორჯგინიძეს,

შეშფოთებას გამოვხატავ, რომ საქართველოს მთავრობამ უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმა საერთაშორისო გაფრთხილებების მიუხედავად მაინც განახორციელა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქვეყნის ყველაზე ძლიერი კვლევითი უნივერსიტეტი, სტუდენტების 92%-ს კარგავს.

გიოტინგენში თქვენი ვიზიტი, რომლის დროსაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე მესაუბრეთ, განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. უნივერსიტეტის ღირებულებების, დამოუკიდებლობისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის გაწეულმა თქვენმა ძალისხმევამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. მით უფრო მტკივნეულია  საერთაშორისო რეპუტაციისა და გავლენის მქონე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასეთ მდგომარეობაში ხილვა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიოტინგენის უნივერსიტეტი თითქმის ილიაუნის დაარსების დღიდან თანამშრომლობენ. თქვენი და გიგა ზედანიას ხელმძღვანელობით ეს თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორობად ჩამოყალიბდა და  ერთად მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. ეს თანამშრომლობა არ უნდა შეწყდეს. იმედი მაქვს, მომავალშიც გამოიკვეთება საფუძველი ჩვენი ხარისხიანი თანამშრომლობის გასაგრძელებლად იმ ფაკულტეტებსა და მიმართულებებში, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუნარჩუნდება.

მომდევნო კვირებსა და თვეებში თქვენ და უნივერსიტეტის თანამშრომლებს უპირველესად ძალას გისურვებთ და ვიმედოვნებ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ვითარება მალე უკეთესობისკენ შეიცვლება.

საუკეთესო სურვილებით,

პროფესორი, დოქტორი აქსელ შიოლმერიხი
პრეზიდენტი
გიოტინგენის უნივერსიტეტი

 

მხარდაჭრის წერილი

გაიგე მეტი

გაიგე მეტი