პროგრამის Interreg NEXT Black Sea Basin მხარდაჭერით სამეცნიერო პროექტ EfxiNNOs-ის ფარგლებში, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს, მესამე საინფორმაციო ბიულეტენი გამოიცა.
საინფორმაციო ბიულეტენში ასახული ღონისძიებები ნათლად აჩვენებს EfxINNOs-ის შესაძლებლობას, ერთმანეთთან დააკავშიროს მეცნიერება, პოლიტიკა, ინდუსტრია და მოქალაქეები.
პროექტის შესახებ
ტრანსნაციონალური პროექტი “EfxINNOs” ხელს უწყობს საზღვაო მონაცემებისა და ინოვაციების პრაქტიკულ გადაწყვეტილებებად გარდაქმნას, რაც უზრუნველყოფს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას, მდგრად „ლურჯ განვითარებასა“ და შავი ზღვის გრძელვადიან გარემოსდაცვით უზრუნველყოფას.
პროექტის დახმარებით ვითარდება ახალი, ეკონომიურად ეფექტური და ტექნოლოგიურად მოწინავე, პლატფორმების ქსელი. იგი უზრუნველყოფს ზღვის წყლის ქიმიური მონაცემების, ასევე შავი და ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვების საზღვაო ბიომრავალფეროვნების ამსახველი სურათებისა და ვიდეოების შეგროვებას.
მესამე საინფორმაციო ბიულეტენს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ ფაილში.

