შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 11-მა პროექტმა მოიპოვა დაფინანსება.
გამარჯვებული პროექტები:
- „გრუნტის რხევის ჰიბრიდული მოდელები ხელოვნური ინტელექტისა და ნეირონული ქსელების გამოყენებით საქართველოსთვის“ – ნატო ჯორჯიაშვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი;
- „რუსეთ-სპარსეთის და რუსეთ-თურქეთის ომები ქართულ და რუსულ პრესაში: ომის იმპერიული და ნაციონალური პერსპექტივა (1801-1914)“ – ეკა ჭყოიძე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი;
- „ბიზანტია და მამლუქები: დიპლომატიისა და ძალაუფლების ქსოვილი (XIII-XV სს)“ – ირაკლი თოფურიძე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი;
- „ზრდასრულობის მიღწევა ეკონომიკურად მოწყვლად პირობებში: მისი მნიშვნელობა მოზარდების იდენტობის ფორმირების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აღზრდისთვის“ – ნინო სხირტლაძე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი;
- „ლიმინალური იდენტობები „დე ფაქტო“ და წარმოსახვით გალში: (მიკრო) ისტორიული, სოციოლოგიური და ლიტერატურული პერსპექტივები“ – მალხაზ თორია, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი;
- „ძალაუფლების ლეგიტიმაცია და მმართველის იდენტობის მარკერები შუა საუკუნეებში: წმინდა მეფის ფენომენი (დასავლეთ ევროპა, აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყარო და საქართველო)“ – ბეჟან ჯავახია, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი;
- „მიოინოზიტოლი და ეპილეფტოგენეზის შეფერხება: გრძელი არამაკოდირებელი რნმ-ების და უჯრედგარე ვეზიკულების შესწავლა“ – ლია წვერავა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი;
- „კავკასიიდან იბერიამდე: დროის გენომური კაფსულები და ასაკობრივი დინამიკა რელიქტურ, მილიონობით წლით დაშორებულ ამფიბიათა პოპულაციებში“ – ნათია ბარათელი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი;
- „აქტიური განრიდების ამოცანის არასრული დასწავლის გავლენა თავის ტვინის შესაბამისი სტრუქტურების აქტივობაზე“ – თენგიზ ონიანი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი;
- „საქართველოს აბლაბუდიანი ტკიპები (Acari, Tetranychidae): ბიომრავალფეროვნების თანამედროვე მდგომარეობა, მასპინძელი მცენარეები და გავრცელება“ – თეა არაბული, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი;
- „მეტალების როლის შესწავლა ბაქტერიის ანტიბიოტიკო და ფაგო რეზისტენტობის ჩამოყალიბებაში“ – ოლია რჩეულიშვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მკვლევრებსა და პროექტის გუნდებს ულოცავს წარმატებას.

