სტაჟირება ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების მსურველი სტუდენტებისთვის აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების მხარდაჭერა;
  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე სტუდენტებისთვის ინფორმაციის გაცნობა;
  • სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციები;
  • საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორის ასისტირება;
  • სტუდენტთა ცნობების გაფორმება და ბაზაში აღრიცხვა;
  • სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
  • არქივის თანამშრომელთა მხარდაჭერა;
  • ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესების მხარდაჭერა.

სასურველია:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის სტუდენტის სტატუსი;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

(სტაჟიორი გაეცნობა და ისწავლის ფაკულტეტის სტრუქტურას, საქმისწარმოებასა და ადმინისტრირების პროცესებს).

ქცევითი კომპეტენციები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №32

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სამუშაო გრაფიკი:  ნახევარი განაკვეთი, კვირაში არაუმეტეს 20 საათისა; სამუშაო და დასვენების საათები შეთანხმდება ცენტრის კოორდინატორთან სასწავლო ცხრილის გათვალისწინებით.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 2026 წლის 23 თებერვლიდან 20 ივნისამდე

ანაზღაურება: თვეში 300 ლარი (დარიცხული).

გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

სტაჟიორის ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2026 წლის 17 თებერვლის ჩათვლით გამოგზავნოთ თქვენი CV PDF-ფაილად მისამართზე: admin.artsci@iliauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „სტაჟირება სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში“.

ასევე შეავსეთ კითხვარი ბმულზე:

კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად:

  • წარმოდგენილი დოკუმენტებისა და შევსებული კითხვარის განხილვა;
  • გასაუბრება ZOOM-ის საშუალებით.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2026

გაიგე მეტი

გაიგე მეტი