ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები 2026-2027 სასწავლო წლისთვის

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სტიპენდიებს 2026-2027 აკადემიური წლისთვის.

პროგრამა ითვალისწინებს მოკლე ან საშუალოვადიანი სასწავლო/კვლევითი/აკადემიური ვიზიტების დაფინანსებას ჩეხეთის რესპუბლიკის საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

სამიზნე ჯგუფი: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ლექტორები და მკვლევრები. სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადები მიიღება ნებისმიერი სასწავლო და კვლევითი მიმართულებით.

განაცხადების წარდგენის წესი: 2026-2027 აკადემიური წლისთვის ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა პროგრამის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელფოსტაზე: studyabroad@mes.gov.ge.

განაცხადის  მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 26 თებერვალი, 17:00 საათი

ნომინირების პროცესი: სამინისტრო სტიპენდიაზე ნომინირების მიზნით ჩეხეთის მხარეს 2026 წლის 13 მარტის ჩათვლით წარუდგენს ინფორმაციას კონკურსანტთა შესახებ. ნომინირების შემდგომ კონკურსანტებმა უნდა გააკეთონ განაცხადი სასტიპენდიო პროგრამაზე ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში https://studujnavs.gov.cz/cr 2026 წლის 15-31 მარტის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტები ან ეწვიეთ ჩეხეთის სტიპენდიების ოფიციალურ ვებგვერდს.

დამატებითი ინფრომაცია

გაიგე მეტი

გაიგე მეტი