კორეის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (KAIST) აცხადებს მიღებას მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე სწავლის მსურველთათვის. წარმატებული კანდიდატები უნივერსიტეტში ისწავლიან უფასოდ და მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- ინტეგრირებულ ან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებს 2025 წლის აგვისტომდე მოპოვებული უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის ხარისხი, ხოლო დოქტორანტურაზე სწავლის მსურველებს − მაგისტრის ხარისხი;
- აპლიკანტმა ინგლისური ენის კომპეტენციის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს TOEFL iBT, IELTS, TOEIC ან TEPS სერტიფიკატი;
- აპლიკანტმა აპლიკაციის მიღების პერიოდში უნდა მოძებნოს აკადემიური მრჩეველი მასპინძელ უნივერსიტეტში.
სტიპენდიები:
სტიპენდია განსხვავდება ინდივიდუალური პროგრამებისა და დეპარტამენტების მიხედვით. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
მაგისტრატურა − 4 სემესტრი;
დოქტორანტურა − 8 სემესტრი;
ინტეგრირებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები − 10 სემესტრი.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მარტი, 2026
რეკომენდაციის სარეკომენდაციო წერილის გაგზავნის ბოლოს ვადა: 24 მარტი, 18:00 (KST), 2026
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სტუდენტური ელჩების მიერ ორგანიზებული KAIST საინფორმაციო ონლაინსესიები:
- GKS: Wednesday, February 11, 21:00 (KST)
- MBA: Friday, February 20, 21:00 (KST)
- France & Türkiye: Monday, February 23, 14:00 (CET) / 16:00 (TRT) / 22:00 (KST)
- Philippines: Tuesday, February 24, 19:00 (PHT) / 20:00 (KST)
- Ethiopia: Wednesday, February 25, 17:00 (EAT) / 23:00 (KST)
- Vietnam: Thursday, February 26, 19:00 (ICT) / 21:00 (KST)
- Malaysia & Indonesia: Friday, February 27, 19:00 (WIB) / 20:00 (MYT) / 21:00 (KST)
- India: Tuesday, March 3, 16:30 (IST) / 20:00 (KST)
- Mexico & USA: Wednesday, March 4, 12:00 (KST) / 21:00 (CST_March 3)
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

