ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შიდა მობილობა გამოცხადდა სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე – 50 ვაკანტური ადგილი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შიდა მობილობის შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადების დაწერის ბოლო ვადაა 2026 წლის 13 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით;
- სტუდენტებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შიდა მობილობის შესახებ განცხადება უნდა გამოგზავნონ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის „არგუსი“ საშუალებით;
- სამართლის სკოლაში საბაკალავრო პროგრამაზე გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების საფუძველზე;
დამატებითი ინფორმაცია: ის სტუდენტები, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შიდა მობილობაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსგარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში.

