ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვეს.
გამარჯვებული პროექტები:
- ანი სანოძე – „სოციალური მედიისა და მიკუთვნებულობის გრძნობის კავშირი ახალგაზრდებში არაჯანსაღ კვებით ტენდენციებთან: შესაძლო სარისკო და დამცავ ფაქტორთა კვლევა“;
- არჩილ ხაჭაპურიძე – “Muddle in the Middle” წინაპარ და შთამომავალ სახეობებს შორის ევოლუციური წყვეტის ფენომენი H. Heidelbergensis-ის და H. Neanderthalensis-ის სახეობრივი წყვეტის მაგალითზე“;
- ნათია სადღობელაშვილი – „ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებითი ლექსიკონი და მისი ეფექტურობა ენის შემსწავლელთა ენობრივი კომპეტენციის განვითარებაზე“.
ვულოცავთ მაგისტრანტებს მნიშვნელოვან წარმატებას!

