ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანსია

2025 წლის 10 დეკემბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შემდეგი პირობებით:

ა) აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გამოცდილება;

გ) სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;

დ) აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესის ცოდნა;

ე) ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;

ვ) საოფისე პროგრამების ცოდნა.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია;

დ) 2 ცალი ფოტოსურათი;

ე) სამოქმედო გეგმა და კონცეფცია.

განცხადება მიიღება 2025  წლის 10 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში შემდეგ მისამართზე: ი.ჭავჭავაძის გამზ. N45, ყოველ სამუშაო დღეს, 10:00-დან 18:00 საათამდე. განცხადების მიღების დასრულებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში  აკადემიური საბჭო შეარჩევს კანდიდატურას და წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც არაუმეტეს 5  სამუშაო დღეში დაამტკიცებს შერჩეულ კანდიდატს.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი