მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის პროგრამის (COST) ფარგლებში მიმდინარე პროექტში COS-MICs (Comics and Sciences through Multidisciplinary Investigation and Collaboration) მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: მანანა რატიანი და ეკატერინე სლოვინსკი. მანანა რატიანი კონსორციუმის მმართველი კომიტეტის წევრია.
პროექტი ითვალისწინებს კომიქსებისა და მეცნიერების გადაკვეთის არეალის შესწავლას, როგორ შეიძლება კომიქსების გამოყენება სამეცნიერო ცნებების კომუნიკაციის, საზოგადოებრივი დიალოგის ხელშეწყობისა და საგანმანათლებლო პროცესების მხარდასაჭერად. თანამედროვე სამყაროში სამეცნიერო კომუნიკაცია სერიოზულ სირთულეებს აწყდება სხვადასხვა აუდიტორიასთან ურთიერთობისას. კომიქსები ამ ხარვეზის აღმოფხვრის ეფექტურ ინსტრუმენტად განიხილება. მიუხედავად ამისა, კომიქსებსა და მეცნიერებას შორის კავშირი ჯერ კიდევ ნაკლებადაა განვითარებული – ცოტაა სტრუქტურირებული რესურსი, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები და კომიქსების შემქმნელები ნაკლებად თანამშრომლობენ. პროექტი მიზნად ისახავს მუშაობას ამ გამოწვევების დასაძლევად.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.cost.eu/actions/CA24160/
2025

