„ჰორიზონტი ევროპა“ კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს European Excellence Initiative (EEI) (HORIZON-WIDERA-2025-01-ACCESS-01). მისი მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით.
კონკურსის შესახებ
- საერთო ბიუჯეტი: დაახლოებით 80 მილიონი ევრო;
- დაფინანსების ოდენობა თითოეულ პროექტზე: 2–5 მილიონი ევრო;
- განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 20 ნოემბერი.
პროექტები ორიენტირებული უნდა იყოს პროგრამის მონაწილე ინსტიტუტში რეფორმების განხორციელებაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ხელშეწყობასა და კვლევითი პრაქტიკის გაუმჯობესებაზე.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/V3Eit

