დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის IT სპეციალისტის სტაჟიორის ვაკანსია

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას IT დეპარტამენტში. სტაჟირება არის ნახევარ განაკვეთზეგანსაზღვრული 3-თვიანი ანაზღაურებადი პერიოდისთვის და მიზნად ისახავს ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანების მონაწილეობას ინსტიტუტის ტექნიკურ პროექტებში.

ვაკანსია განკუთვნილია პროგრამირებით დაინტერესებულებისა და სამუშაო გარემოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების მსურველთათვის.

ძირითადი მოვალეობები

  • Python-ით მცირე სკრიპტებისა და პროგრამების შექმნა/გაუმჯობესება;
  • შიდა ტექნიკური სისტემების მხარდაჭერა;
  • არსებული კოდის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ოპტიმიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საბაზისო ცოდნა Python პროგრამირებაში;
  • Linux სისტემების (Ubuntu) საბაზისო ცოდნა;
  • ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი.

საჭირო პიროვნული უნარები

  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტურად მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.

 

ადგილმდებარეობა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი (მისამართი: შ. ნუცუბიძის ქ. N77)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სტაჟირების ვადა 3 თვეა, არის ანაზღაურებადი, ხოლო შერჩეულ კანდიდატთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი არაუგვიანეს 2025 წლის 27 მაისისა ელექტრონულ მისამართზე: ies.info@iliauni.edu.ge

წერილის სათაურში მიუთითეთ: „IT სპეციალისტი სტაჟირება“

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით ან ელფოსტაზე. შერჩევის მომდევნო ეტაპზე გათვალისწინებულია გასაუბრება.

აპლიკაციის გაგზავნით აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი