ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში.
სტაჟირება ცხადდება 2024-2025 გაზაფხულის სასწავლო სემესტრის დაწყებისთვის მზადების, სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების მხარდასაჭერად.
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 2025 წლის 17 თებერვლიდან 22 ივნისამდე;
- გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
სტაჟირების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 200 სიტყვისა) pdf ფაილად 2025 წლის 3 თებერვლამდე მისამართზე: admin.artsci@iliauni.edu.ge
ასევე შეავსეთ კითხვარი შემდეგ ბმულზე:
აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე (სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი)“.

