FALLING WALLS LAB 2026

20 ივნისს, 16:00 საათზე, DAAD-ის თბილისის ოფისი Falling Walls Lab-ის ფორმატის ფარგლებში კვლავ უმასპინძლებს სამეცნიერო სლემს. Falling Walls Lab ბერლინის კედლის დანგრევის აღსანიშნავად ყოველწლიურად ეწყობა და მასში მონაწილეობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, პოლიტიკის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და ხელოვნების სფეროს მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც 3-წუთიანი პრეზენტაციებით წარმოადგენენ ინოვაციურ იდეებსა და კვლევით პროექტებს ლოკალური და გლობალური […]

DeSIRe პროექტის რეგიონული ცნობიერების ამაღლების დღის პირველი ღონისძიება სომხეთში

20-21 აპრილს სომხეთში გორისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა Erasmus+ CBHE პროგრამის პროექტის – DeSIRe („სოციალური უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“) – ფარგლებში პირველ რეგიონული ცნობიერების ამაღლების დღეს უმასპინძლა, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორი ინსტიტუციის სტატუსით მონაწილეობდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოსა და სომხეთის, ასევე ევროკავშირის პარტნიორი უნივერსიტეტების, ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების, […]

ESN Georgia-ის საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისთვის

7 მაისს, 12:00-დან 15:00 სთ-მდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ერასმუსის სტუდენტური ქსელი საქართველო ESN Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას Erasmus+ შესაძლებლობებზე სასაუბროდ. შეხვედრაზე გამოცდილი მოხალისეები ისაუბრებენ ევროპაში სხვადასხვა ტიპის მობილობის შესაძლებლობებზე და შემდეგ თემებზე: ახალგაზრდული გაცვლითი პროექტები და ტრენინგები, მოხალისეობა; კრედიტული მობილობა უნივერსიტეტში; ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამები. მოხალისეები სტუდენტებს ასევე გაუზიარებენ გამოცდილებას […]