შაბათს, 27 ივნისს, დილის 10:00 საათზე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ბაკალავრების გამოსაშვები ღონისძიება. 2009 წლის ბაკალავრების გამოშვება – პირველი თაობაა, რომელიც უნივერსიტეტში ერთიანი გამოცდების შედეგად მოხვდა.
საზეიმო შეხვედრას გახსნის და სტუდენტებს მიესალმება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბ-ნი გიგი თევზაძე; ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საგანგებოდ მოწვეული სტუმრები, უნივერსიტეტის პროფესორები.
წელს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამთავრებს 1000- ზე მეტი ბაკალავრი. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივესიტეტი 2006 წელს დაარსდა ენისა და კულტურის უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე. მოგვიანებით უნივერსიტეტს შეუერთდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯი, გოგებაშვილის პედაგოგიური კვლევითი ინსტიტუტი, ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკის ობსერვატორია, სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრი და ზოოლოგიის ინსტიტუტი. დღეს ერთერთი წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოში.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს პოპულარული ჯგუფი “მგზავრები”.
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი, #32
[wpai_display_imported_files_here]

