ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვეს.
გამარჯვებული პროექტები:
- თამარ ყიფშიძე – „AhR–Vav1/RhoA სასიგნალო გზის როლი ურემიული ტოქსინით – ინდოქსილ სულფატით გაშუალებულ იმუნურ მოდულაციაში“;
- თინათინ ბოჭორიშვილი – „საქართველოში გავრცელებული Ancylus-ის გვარის მოლუსკების სახეობათა დელიმიტაცია“;
- როინ ვარდოშვილი – „აღმოსავლეთ საქართველოს ქერქის დეფორმაციის კვლევა InSAR-ის გამოყენებით და მათი კავშირი სტიქიურ პროცესთან“;
- ანა კუტუბიძე – „ვაზის გენომი, როგორც თვითორგანიზებადი სისტემა: ევოლუციური მეხსიერება და ადაპტაციის დინამიკა კლონურად გამრავლებად სახეობებში“;
- ანა ტაბატაძე – „დიფერენციალური ბრუნვა გვიანი ტიპის ვარსკვლავებში“;
- ხატია ბირკაია – „კოლხური ტყეების ჭიაყელების (Oligochaeta: Lumbricidae) მრავალფეროვნება“;
- თამთა ქოთოლაშვილი – „ჟინვალის წყალსაცავის თევზების პარაზიტების ფაუნისტური და გენეტიკური კვლევა“;
- მარიამ ბასილიძე – „მიო-ინოზიტოლი და ეპილეპტოგენეზის შეფერხება: გენთა ექსპრესიის ცვლილებების შესწავლა“;
- ვაჟა სულთანოვი – „ტყის მართვის პრაქტიკის გავლენა წიფლის ხეების ხარისხობრივ განაწილებაზე საქართველოს დაცულ და არადაცულ ტერიტორიებზე“

