მეცნიერი ქეთევან ჭანტურია ბრიტანეთის სამეფო ორდენით დაჯილდოვდა

26 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორს,  ლონდონის სამეფო კოლეჯის (King’s College London) ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების ინსტიტუტის პროფესორ ქეთევან ჭანტურიას ბუკინგემის სასახლეში გამართულ ცერემონიაზე გადაეცა ბრიტანეთის სამეფო ორდენი.

ჟურნალმა “National Geographic საქართველო” გამოაქვეყნა ინტერვიუ, სადაც პროფესორი საუბრობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევებისა და ინიციატივების მნიშვნელობაზეც.

პროფესორი ჭანტურია მრავალი წელია კვებითი აშლილობების კვლევასა და მკურნალობაზე მუშაობს. არის ბრიტანეთის ფსიქოლოგთა საზოგადოებისა და ინგლისის უმაღლესი სწავლების აკადემიის საპატიო წევრი.

ინტერვიუ სრულად: https://shorturl.at/is40w

გაიგე მეტი

გაიგე მეტი