ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ასტროფიზიკოსი ნინო ჩხეიძე ფულბრაიტის გრანტის ფარგლებში დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტში ამერიკელ მეცნიერებთან ერთად იკვლევს პულსარების გიგანტურ რადიოიმპულსებს, რომლებსაც აკვირდებიან მსოფლიოში ყველაზე დიდი გრინბენქის რადიო ტელესკოპით.
პროექტის მიზანია პულსარების გამოსხივების ქართული მოდელის გამოყენებით გიგანტური იმპულსების დამზერილი თვისებების თეორიული ინტერპრეტაცია და ახსნა.

