სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს პროგრამისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 22 მაისი, 2019
კომპანია ეძებს თანამშრომელს, რომელიც იქნება:
კრეატიულად და ანალიტიკურად მოაზროვნე;
სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების მაძიებელი;
პარალელურ რეჟიმში რამდენიმე დავალებაზე მომუშავე;
როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე;
მიზანმიმართული, ორგანიზებული, პუნქტუალური;
კომუნიკაბელური.
ძირითადი ფუნქციები:
ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულებისა და სისტემების შემუშავება- დანერგვა;
შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება;
ბანკში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
პროგრამისტად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
C#.NET, .NET CORE, ASP.NET MVC, ASP.NET WEB API, WCF გამოყენებით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება;
რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება, ასევე T-SQL-ის ცოდნა;
სხვადასხვა დიზაინ პატერნების ცოდნა;
ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების კონცეფციის ღრმა ცოდნა;
HTML, CSS, JavaScript (jQuery, Ajax) ცოდნა;
რომელიმე Frontend framework-ის ცოდნა (AngularJS, React) ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
ვითიბი ბანკი გთავაზობთ:
მყუდრო, მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
დეველოპმენტის თანამედროვე მიდგომებს;
პროფესიონალ გუნდს;
ადეკვატურ ანაზღაურებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge. სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.
[wpai_display_imported_files_here]


