4 ივნისს, 11:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H103 აუდიტორიაში გაიმართება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის სტუდენტ კანდიდატთა არჩევნები.
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის სტუდენტ კანდიდატთა რეგისტრაციის, არჩევნების ჩატარების ვადებისა და პროცედურის შესახებ“ რექტორის 2026 წლის 21 მაისის N899-03 ბრძანების შესაბამისად, საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაცია ერთმა სტუდენტმა გაიარა.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატია: გიორგი იანქოშვილი – სადოქტორო საფეხურის სტუდენტი.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს.
ხმის მისაცემად სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დრო: 4 ივნისი, 11:00 – 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H103 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზირი N45

