ბუდაპეშტში ლასლო პაპის სახელობის სპორტის სასახლემ კიოკუშინ კარატეში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა.
შეჯიბრებაში 53 ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის ქართველებიც იყვნენ. წარმატებით იასპარეზა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სპორტის აკადემია) სტუდენტმა ლაშა ხაჭაპურიძემ.
ქართველმა სპორტსმენმა ზედიზედ სძლია ინდონეზიელ, იაპონელ, სამხრეთაფრიკელ, ინგლისელ და უნგრელ კარატისტებს, ფინალური ორთაბრძოლა კი ევროპის ორგზის ჩემპიონთან, მსოფლიოს თასის პრიზიორ გაბორ როსზასთან (უნგრეთი) დათმო და მე-2 ადგილს დასჯერდა.
საგულისხმოა, რომ კიოკუშინ კარატეს ქართული სკოლის არსებობის განმავლობაში უფროსთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი ჩვენმა ათლეტებმა პირველად მოიპოვეს.
[wpai_display_imported_files_here]

